02:57 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 11:53:02, 1203 ნახვა

მსოფლიო
მთიან ყარაბაღში ზავის რეჟიმი დაირღვა - გარდაცვლილია 1 სამხედრო

მთიან ყარაბაღში ვითარება კვლავ დაძაბულია. მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. ყარაბაღის დე-ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ზავის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლი რამდენჯერმე გახსნა, რასაც ერთი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.

მათივე თქმით, აზერბაიჯანელებმა ე.წ ურთიერთშეხების ხაზთან სასწრაფო დახმარების მანქანაც დაცხრილეს, თუმცა ამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს აზერბაიჯანული მხარე. ოფიციალური ბაქოს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალები ზავის რეჟიმს სისტემატიურად არღვევენ.

globalpower.org-ის იფორმაციით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აზერბაიჯანული ჯარი ინტენსიურად გადის მომზადებასა და ეკიპირებას. მათივე ცნობით, თებერვალში რუსეთმა სომხეთს 200 მილიონი დოლარის კრედიტი რუსული სპეცტექნიკის შესაძენად გადაურიცხა.

როგორც globalpower.org იტყობინება, აზერბაიჯანის სამხედროების რაოდენობა 2016 წლის მონაცემებით 66 ათასს შეადგენს, ხოლო სომხეთის არმია 60 ათასს სამხედროს მოიცავს.

წინასწარი ინფორმაციით, ყარაბაღის შეიარაღებული ძალების რიცხვი 20-22 ათას სამხედროს მოიცავს, გარდა ამისა 20-30 ათასი ადამიანი რეზერვშია.

შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი მთიან ყარაბაღში 2 აპრილს დაიწყო. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 5 აპრილს 12 საათზე შევიდა ძალაში.

ცნობისთვის, საომარი მოქმედებები ყარაბაღში 1988-დან 1994 წლამდე გრძელდებოდა, შემდეგ კი ზავის რეჟიმი შევიდა ძალაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics