|
2016-04-06 17:39:13, 955 ნახვა
საზოგადოება
რობი უილიამსის კონცერტის ბილეთები 15 აპრილიდან გაიყიდება
ბრიტანელი მუსიკოსის რობი უილიამსის თბილისში გასამართი კონცერტის ბილეთები 15 აპრილიდან ვებგვერდ tkt.ge -ზე გაიყიდება. აღნიშნული ინფორმაცია უილიამსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც მუსიკოსის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რობი უილიამსი საქართველოში კონცერტს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართავს. „ეს მისი პირველი კონცერტი იქნება საქართველოშო. შოუ 27 მაისს თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება. რობი უილიმსი ქართველი მსმენელის წინაშე ცნობილ ჰიტებს შეასრულებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. როგორც მუსიკოსის წარმომადგენლები იუწყებიან, რობი უილიამსის კონცერტი გაიმართება საქართველოს დედაქალაქისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში. კონცერტზე დასასწრები ბილეთები 15 აპრილიდან ვებგვერდ tkt.ge -ზე გაიყიდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)