02:52 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 13:53:53, 910 ნახვა

სამართალი
სერგო რატიანი: მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთს ასიამოვნოს

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთს ასიამოვნოს“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა სერგო რატიანმა პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

რატიანის თქმით, აბაშიძის განცხადება არის გზავნილი რუსეთის მიმართ, რომ საქართველო ნატო-ს გაწევრიანებისკენ  შესაბამის ნაბიჯს .არ გადადგამს 

„მთავრობა  ყველაფერს   აკეთებს  იმისათვის, რომ ასიამოვნოს რუსეთს და  ზურაბ აბაშიძის მხრიდანაც ეს განცხადება  არის გზავნილი რუსეთის მიმართ, რომ საქართველო ამ მიმართულებით  შესაბამის  ნაბიჯებს არ გადადგამს.  ეს არის ძალიან საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის.  ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი ჩვენი პარტნიორებისთვის“,-განაცხადა რატიანმა.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისაკენ, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. მისივე თქმით, ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics