02:52 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 13:15:38, 802 ნახვა

სამართალი
საქართველოს პროკურატურამ ადეიშვილის ექსტრადირებაზე ოფიციალური უარი მიიღო

საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით,  ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის აქსტრადირებასთან დაკავშირებით, საქართველომ  უკრაინას მოთხოვნა ხელახლა გადაუგზავნა.

მისივე თქმით, პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებაზე ოფიციალური უარი მიიღო, სააკაშვილის ექსტრადირებაზე კი პასუხი ჯერ არ მიუღია.

"სააკაშვილზე პასუხი არ მიგვიღია. უკვე დიდი ხანია გასული, რაც შუამდგომლობა გავაგზავნეთ. მოხდა განმეორებითი მოთხოვნის გაგზავნაც. თუმცა, როგორც ჩანს, უკრაინის პროკურატურა არ აპირებს და არც თანამშრომლობს ექსტრადირებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურასთან მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ვალდებულებაა“,-განაცხადა შოთაძემ.

მისივე თქმით, პროკურატურას  აღნიშნული პირების ექსტრადირებისთვის სხვა მექანიზმი არ გააჩნია.

„უკრაინა არის სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ არანაირი სხვა მექანიზმი არ გვაქვს, რათა აღნიშნული პირების ექსტრადირება მოვახდინოთ. მთლიანად დამოკიდებულები ვართ უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებზე. სწორედ მათი კომპეტენციაა, უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები. ჩვენ დამოკიდებულები ვართ უკრაინის პროკურატურაზე. საქართველოს პროკურატურამ თავისი ვალდებულებები და ინსტრუმენტები სრულად გამოიყენა. რაც შეეხება საკითხს, ვინ მუშაობს უკრაინის პროკურატურაში, ეს მარტივი და გასაგებია, თუ რატომ არ ხდება თანამშრომლობა ამ ეტაპზე. ფაქტია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის გაფორმებული, უკრაინა ვალდებულია, ძებნილი ბრალდებულების ექსტრადირების პროცესი დაიწყოს და ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics