12:49 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 17:37:06, 765 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილი ბუნდესტაგს ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბუნდესტაგში მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის შინაგან საქმეთა საკითხებზე პოლიტიკურ სპიკერს შტეფან მაიერს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შტეფან მაიერმა უაღრესად პოზიტიურად შეაფასა საქართველოს შს მინისტრის ვიზიტი გერმანიიის ფედერალურ მიწებზე და მისი გადაწყვეტილება, გაემართა მრავალმხრივი შეხვედრები როგორც მთავრობის, ასევე, პარლამენტის წარმომადგენლებთან.

ა„თქვენი კონსტრუქციული მიდგომა იმ პრობლემებისადმი, რომელსაც საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე გერმანიაში ქმნის, უაღრესად დასაფასებელია.  მჯერა, რომ ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებთან საქართველო კიდევ უფრო ინტენსიურად და ნაყოფიერად ითანამშრომლებს“, - განაცხადა ბუნდესტაგის პოლიტიკურმა სპიკერმა.

თავის მხრივ, გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა საზღვრის ინტეგრირებული მართვის, არალეგალურ მიგრაციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, ასევე, სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის განვითარების კუთხით მიღწეულ პროგრესს.

მხარეებმა აღნიშნეს გერმანიის პარლამენტის განსაკუთრებული როლი  საკანონმდებლო და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერის პროცესში და ქვეყნებს შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics