14:48 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-03 13:20:37, 281 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა

პროკურატურის განცხადებით, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს, გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმეს. ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი სოციალური ქსელი, საიდანაც გადმოტვირთეს ფოტო იმისათვის, რომ აღექვათ და დაემახსოვრებინათ ვიზუალურად.

გიორგი მალანიას დახმარებით, რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო, გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.

2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.

2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 1 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნული დანაშაულების ჩადენისთვის ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდევბულები არიან", - აცხადებს პროკურატურა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
თურქეთი ერთიან ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანებას გეგმავს
1000 დღე ომის დაწყებიდან - თელ-ავივში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი „Creator ჩემპიონატი” გრძელდება - არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics