03:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 13:49:36, 544 ნახვა

საზოგადოება
მსოფლიო ჩემპიონატზე ხმის მიცემა დღეს დასრულდება - მხარი დავუჭიროთ დათა ქაჯაიას

TCR international-ის ოფიციალური გვერდი გულშემატკივართა გამოკითხვას დღეს ღამის 12:00 საათამდე აგრძელებს.

ქართველმა მრბოლელმა დათა ქაჯაიამ ერთ დღეში ხმების დიდი რაოდენობა დააგროვა და წინ კიდევ რამოდენიმე საათია იმისათვის, რომ იგი გულშემატკივართა რჩეული გახდეს.

ხმის მისაცემად გადადით ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმულზე - www.tcr-series.com.

ცნობისთვის, შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის, MIA FORSE-ის ავტომრბოლელი, ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია ძარიან ავტომობილებში მსოფლიო ჩემპიონატზე  ასპარეზობს.

ქაჯაია პირველი სპორტსმენია, რომელიც საქართველოს სახელით მსოფლიო რბოლაში იღებს მონაწილეობას.

მსოფლიო ჩემპიონატმა სტარტი 3 აპრილს, ბაჰრეინში აიღო და მსოფლიოს 11 ქვეყნის ცნობილ ტრასებზე გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics