12:45 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-08 21:01:06, 2423 ნახვა

პოლიტიკა
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, ძამბოლატ ტადტაევმა, თანამდებობა დატოვა. ეს მოხდა ე.წ. მთავრობის სხდომაზე, რომელსაც ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი, ალან გაგლოევი ესწრებოდა.

შეხვედრაზე მოსკოვისა და ცხინვალის შემდგომი განვითარება და მათ შორის მიღწეული შეთანხმებების შესრულება განიხილეს.

გაგლოევმა ტადტაევის გადადგომა მიიღო. ახალი „პრემიერ-მინისტრის“ დანიშვნამდე, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მისი მოადგილე, კონსტანტინე ჯიოევი იქნება.

ამასობაში, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი შეიძლება გახდეს ამჟამინდელი „სახელმწიფო მრჩეველი“ მარატ კამბოლოვი, რომელიც რუსეთის პროტეჟედ ითვლება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრემლი მას 2027 წელს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. არჩევნების შემდეგ ცხინვალის დე ფაქტო ლიდერად ამზადებს.

შეგახსენებთ, რომ ძამბოლატ ტადტაევი „პრემიერ-მინისტრად“ 2026 წლის თებერვალში დაინიშნა. 2026 წლის იანვრის ბოლოს ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა „მთავრობა“ დაითხოვა და მისი „ხელმძღვანელი“, კონსტანტინე ჯუსოევი, სავარაუდოდ, „მისი თხოვნით“ (ის ამ ე.წ. თანამდებობას 2022 წლის 20 ივნისიდან იკავებდა - რედ.) თანამდებობიდან გაათავისუფლა. ტადტაევი დროებით დაინიშნა მისი მოვალეობის შესასრულებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი სავიზო დიალოგზე: პოზიციები გავცვალეთ, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება
კობახიძე: ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევაც ოპოზიციის უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს
კობახიძე: ჩავკეტეთ შანტაჟის ყველა გზა, დარჩა თეორიული ინსტრუმენტი - ვიზალიბერალიზაცია
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics