12:45 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-04 11:00:46, 1750 ნახვა

მსოფლიო
კონგრესში მიიღეს რეზოლუცია ირანთან კონფლიქტში ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვაზე

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ოთხშაბათს მიიღო რეზოლუცია ირანში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვის შესახებ. CNN-ის თანახმად, ეს ამ კონფლიქტში ტრამპის მოქმედებების სერიოზული გაკიცხვაა.

დემოკრატიული პარტია რამდენჯერმე შეეცადა, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში, კენჭისყრა გაემართა ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვის შესახებ. მიმომხილველთა აზრით, ეს კამპანია უკანასკნელი კვირების განმავლობაში ძალას იკრებს და ტრამპის რესპუბლიკური პარტიის რიგებშიც.

წარმომადგენელთა პალატის მიერ ოთხშაბათს მიღებული რეზოლუცია კონგრესის ორივე პალატამ უნდა მოიწონოს, მაგრამ ის პრეზიდენტს არ გადაეგზავნება ხელმოსაწერად.

კენჭისყრაში მას მხარი დაუჭირა 215-მა წარმომადგენელმა, 208 წინააღმდეგი იყო. მხარდამჭერთა შორის იყო ოთხი რესპუბლიკელიც.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა გააკრიტიკა რეზოლუციის მხარდამჭერები და თქვა, რომ ამ ვითარებაში, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ირანთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს, მსგავსი ინიციატივები ასუსტებს აშშ-ის პოზიციებს მოლაპარაკებებში.

„ამჟამად პრეზიდენტი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პროცესშია და ჩვენ მას საამისოდ მოქმედების თავისუფლება უნდა მივანიჭოთ. ვფიქრობ, ომთან მიმართებაში უფლებამოსილებების შესახებ რეზოლუციის მიღება უკიდურესად შეუფერებელ დროს ხდება, ის ძალიან ნეგატიურია და ქვეყნისთვის სახიფათოა“, თქვა ჯონსონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი სავიზო დიალოგზე: პოზიციები გავცვალეთ, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება
კობახიძე: ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევაც ოპოზიციის უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს
კობახიძე: ჩავკეტეთ შანტაჟის ყველა გზა, დარჩა თეორიული ინსტრუმენტი - ვიზალიბერალიზაცია
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics