|
2026-06-01 17:37:12, 1490 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - პეტერ ფიშერი ვერა და ვერ მიხვდა, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და მის არჩევანს
პეტერ ფიშერი ვერა და ვერ მიხვდა, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და მის არჩევანს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ვიცე-პრემიერმა, რეჟიმის მიერ მდინარაძისთვის შექმნილმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პეტერ ფიშერი თავის ძველ განწყობებში, ძველ მესიჯბოქსში ჩარჩა და შეურაცხყოფას აყენებს ქართველი ხალხის არჩევანს. „ბევრმა გადახედა თავის განცხადებებს ბოლო პერიოდის განმავლობაში და ცდილობენ, მსგავს ეპითეტებს აღარ იყენებენ, მაგრამ ეს ადამიანი თავის ძველ განწყობებში, თავის ძველ მესიჯბოქსში ჩარჩა და სამწუხაროდ, შეურაცხყოფას აყენებს ქართველი ხალხის არჩევანს. ქართველმა ხალხმა აირჩია „ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომლის მთავარი ღირებულება და მთავარი ხაზი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. როდესაც ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან ვხედავთ, მწვანე შუქს ასეთი ტერმინებისათვის, მაშინ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, თუკი ვინმე და რამე აღვივებს ევროსკეპტიციზმს ამ ქვეყანაში, ეს არის უსამართლობა. ესენი არიან ამ უსამართლობის ავტორი ადამიანები. დღევანდელი მენეჯმენტი სამწუხაროდ, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის განცდაზე ფიქრსაც კი, ქართული საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაში. საქართველოს, ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას, ევროკავშირში გაერთიანება და გაწევრება სურს საკუთარი ქვეყნის და არა იმ მენეჯმენტის მონობა, რომელიც უსამართლობას ისახავს მიზნად და შესაბამის მესიჯებსაც ამ მიზნიდან გამომდინარე ალაგებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)