|
2026-05-26 13:07:04, 2161 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. "ისტორიის მორიგი ფანჯარა გაიხსნა 35 წლის წინაც, როდესაც დავიბრუნეთ მეორე საყრდენიც, ჩვენი სახელმწიფოებრიობა - ბევრჯერ დაკარგული, მაგრამ არასდროს დავიწყებული იდეა. 35 წელია, ერი და ბერი, ერთად გავდივართ სახელმწიფოდ ყოფნის, დამოუკიდებლად ქცევის და სუვერენიტეტის მოპოვების ეკლიან გზას. გავდივართ ჯიუტად, შეუპოვრად და მტკიცედ. ზოგიერთს დღესაც სურს, მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ახალ ოქროს ჯაჭვზე გამობმულებმა ვაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ არ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო; ვეყუდნეთ სხვას და არა საკუთარ თავს. ეს არ გამოვა. ქართველი ხალხის ნება მტკიცეა. ჩვენი საუკუნოვანი ბრძოლა ეკუთვნის ავტოკეფალიურ ეკლესიას და დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ესაა საქართველოს თავისუფლების ფორმულა", - თქვა მან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)