|
2026-05-20 19:19:52, 3523 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის ლაივში ისაუბრა, სადაც ის მოქალაქეების კითხვებს პასუხობს. მან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი არც მაშინ უთქვამს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა - "ასე რომ არ ვიცი რომელი სამშობლოს შვილია".
ცნობისთვის, მიდმინარე წლის 12 მაისს, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა - რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა და 28 კი წინააღმდეგი იყო. დოკუმენტის ავტორი, რომელიც საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, თავის პარტნიორებთან ერთად ევროკავშირში, განიხილოს ინდივიდუალური სანქციების დაწესება "ქართული ოცნების" წევრებისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გუნდის წევრი კონსტანს ლე გრიპია. რეზოლუცია "გმობს საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ მიმართულებას, ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, შეზღუდვებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე, და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას." რეზოლუციაში ფრანგი დეპუტატები ივანიშვილის გუნდის წევრებისთვის არა მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას, არამედ აქტივების გაყინვასაც ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)