|
2026-05-08 16:03:01, 4624 ნახვა
ეკონომიკა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
21–24 მაისს, Expo Georgia-ში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა - Tbilisi Art Fair 2026 გაიმართება. ღონისძიება SOLO-ს მხარდაჭერით და Expo Georgia-ს ორგანიზებით იმართება. გამოფენა-გაყიდვა წელს უკვე მეხუთედ ტარდება და აერთიანებს კურატორებს, კრიტიკოსებს, კოლექციონერებს, საერთაშორისო მედიასა და ხელოვნების მოყვარულებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. TAF 2026-ზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო 35 გალერეა და კურატორული პლატფორმა, ხოლო დამოუკიდებელი არტისტების სექცია The Hive გააერთიანებს 42 არტისტს - მათ შორის 31 ქართველსა და 11 საერთაშორისო მონაწილეს, 8 ქვეყნიდან. მონაწილე საერთაშორისო არტისტებსა და გალერეებს შორის არიან Pentti Sammallahti, Masao Yamamoto, Kristoffer Albrecht და სხვები. პლატფორმა მიზნად ისახავს ადგილობრივი არტისტების მხარდაჭერას, მათი ხმის გაძლიერებას საერთაშორისო ასპარეზზე და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, რაც ხელს უწყობს ქართული ხელოვნების წარმომადგენლების გლობალურ ინტეგრაციას. გამოფენებთან ერთად, ვიზიტორებს მრავალფეროვანი პროგრამა ელით, რომელიც თანამედროვე ხელოვნების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროგრამა მოიცავს:
ბაზრობა 21 მაისს, 17:00 საათზე გაიხსნება. სამუშაო საათები: 21 მაისი - 17:00 - 21:00 22–24 მაისი - 12:00 - 20:00 დამატებითი ინფორმაციისა და ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ვებგვერდს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)