01:29 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-07 13:31:38, 1588 ნახვა

პოლიტიკა
რეჟიმის წარმომადგენელი გორდულაძე - უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით

უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით, დაველოდოთ, რა ხელშესახებ საკითხებში გარდაიქმნება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან განცხადებები თუ სატელეფონო ზარები, – ამის შესახებ ​​ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

"რაც შეეხება უკრაინის მოქმედი ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს, ვნახოთ, დაველოდოთ, რა ხელშესახებ საკითხებში გარდაიქმნება ეს განცხადებები, გასაუბრება თუ სატელეფონო ზარები. ჩვენ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვართ. მეორე მხრიდანაც უნდა იყოს კონკრეტული ხელშესახები ნაბიჯები გადადგმული, იქნება ეს დასანქცირების საკითხი თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებში მსჯავრდებული დამნაშავეების საქართველოსთვის გადმოცემა, რომლებიც სხვადასხვა უმაღლეს თანამდებობას იკავებენ, იქნება ეს გია ლორთქიფანიძე თუ ადეიშვილი. არც ელჩია დანიშნული და ადგილზე გამოგზავნილი. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი აგრემანი უკვე გაცემულია. ყველას გვახსოვს, როგორ აფრიალებდნენ მიხეილ სააკაშვილის სურათებს, თურმე მისი უფლებები ირღვეოდა. შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის არავითარი უფლება არ ირღვეოდა. არავის დავიწყებია განცხადებები, მაგალითად, ტანკებით გასეირნების მოწოდება თუ შეხიდება გარდაცვლილ ადამიანებში; ჩარტერული რეისით მოხალისეების გაგზავნის მოწოდება, ამავდროულად სანქციების დაწესება. ეს პირდაპირი მცდელობა იყო, ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო. ყველაზე რბილი შეფასებით, ეს არამეგობრული დამოკიდებულებაა. სწორედ ამიტომ, უკრაინელ ხალხთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებოდით“, – განაცხადა გორდულაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics