|
2026-04-30 16:23:21, 4429 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, 27-ე ყოველწლიური დაჯილდოების ფარგლებში, გალტ & თაგარტი საქართველოში 2026 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. ამ აღიარებით გალტ & თაგარტმა კიდევ ერთხელ განიმტკიცა ლიდერის პოზიცია ადგილობრივ ბაზარზე და საუკეთესოდ დასახელდა ისეთ გლობალურ ლიდერებთან ერთად, როგორებიცაა Goldman Sachs, Citi, Morgan Stanley და სხვები. გამარჯვებულების გამოვლენისას Global Finance-ის რედაქტორები და დარგის ექსპერტები მონაწილეებს აფასებდნენ ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა: ბაზრის წილი, განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა და მოცულობა, მომსახურებისა და კონსულტაციის ხარისხი და სხვა. შეფასებისას ასევე გათვალისწინებული იყო 2025 წელს გამოცხადებული და დასრულებული გარიგებები. „Global Finance-ის მიერ გალტ & თაგარტის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელება ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმისა და იმ ძალისხმევის შედეგია, რომელსაც საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ვწევთ. ჩვენთვის ეს ჯილდო ნიშნავს არა მხოლოდ მიღწეული შედეგების აღიარებას, არამედ პასუხისმგებლობას, გავაგრძელოთ კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოში, შევთავაზოთ მომხმარებლებს მაღალი სტანდარტის, ღირებულებაზე ორიენტირებული მომსახურება და დავნერგოთ ინოვაციური მიდგომები როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით”, - განაცხადა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა. Global Finance-ის დამფუძნებლისა და სარედაქციო დირექტორის, ჯოზეფ ჯარაპუტოს განმარტებით, 2026 წლის გამარჯვებულები ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც მომხმარებლებს უმაღლეს დონეზე ემსახურებიან, ამავე დროს ადგენენ სრულყოფილების, მდგრადობისა და ლიდერობის სტანდარტებს გლობალურ საინვესტიციო საბანკო ინდუსტრიაში. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად Euromoney-მაც დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)