|
2026-04-30 13:54:05, 2053 ნახვა
ეკონომიკა
ავიაკომპანია Wizz Air უარყოფს საწვავის რისკების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას
ავიაკომპანია Wizz Air ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს საწვავის ფასების ცვალებადობასთან და კომპანიის ფინანსურ მდგრადობასთან დაკავშირებით: “Wizz Air კატეგორიულად უარყოფს ნებისმიერ ვარაუდს იმის შესახებ, რომ ავიაკომპანია მაღალი რისკის წინაშეა საწვავის ფასების ცვალებადობის გამო. ავიაკომპანიას მომარაგებული აქვს საწვავის საჭიროების დაახლოებით 70% მომდევნო 6 თვის განმავლობაში და დაახლოებით 60% — 2027 წლის მარტის ბოლომდე, რაც უზრუნველყოფს ხარჯების მკაფიო პროგნოზირებადობას და დაცვას არასტაბილურ საბაზრო გარემოში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ხარჯების სტრუქტურა. ავიაკომპანია ოპერირებს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა საჰაერო ფლოტით, რომლის საშუალო ასაკი 4.5 წელია, ხოლო თვითმფრინავების 75% მიეკუთვნება თანამედროვე A320neo ოჯახს, რომელიც უზრუნველყოფს დაახლოებით 17%-ით ნაკლები საწვავის მოხმარებას წინა თაობებთან შედარებით. ეს სტრუქტურული ეფექტიანობა კიდევ უფრო ამცირებს მოწყვლადობას საწვავის ფასების არასტაბილურობის მიმართ. ავიაკომპანია ევროპის ქსელის მასშტაბით არ ხედავს რაიმე სტრუქტურულ პრობლემას საწვავის მიწოდებაში. ბოლო პერიოდში ევროპის აეროპორტებში მომხდარი ნებისმიერი შეფერხება იყო იზოლირებული, ხანმოკლე ხასიათის და არანაირი გავლენა არ მოუხდენია ოპერირებაზე — დაგეგმილ ფრენებში არცერთი გაუქმება ან დაგვიანება არ დაფიქსირებულა. Wizz Air ინარჩუნებს ოპერაციულ სტაბილურობას და განაგრძობს მგზავრებისთვის დაბალი ტარიფების შეთავაზებას, ამავდროულად აფართოებს ქსელს მთელ ევროპაში. ეს ასევე აისახება ავიაკომპანიის ზრდის ტრაექტორიაში — Wizz Air წელს ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანიაა.”
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)