|
2026-04-24 19:24:23, 3487 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
მოსწავლეების საყვარელ აპლიკაცია sCoolApp-ში საგანმანათლებლო და გასართობი თამაში - ტრივია გრძელდება. ამჯერად, საქართველოს ბანკმა, პარტნიორ კომპანიებთან ერთად, sCoolApp-ის ტრივიას მარკეტში ახალი ვაუჩერები დაამატა - ბიბლუსის 1,000 ცალი 50 და 20 ლარიანი, XS Toys-ის 100 ლარიანი და პეპელას 50 ლარიანი ვაუჩერები. დაგროვილი მონეტების გამოყენებით მოსწავლეები შეძლებენ შესაბამისი ვაუჩერების მიღებას. შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონზე საქართველოს ბანკი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი სკოლა დაამატონ და კლასელებთან ერთად იასპარეზონ. მოსწავლეებს შეუძლიათ აპლიკაციაში საკუთარი სკოლის მითითება და კლასელებთან ერთად საერთო შედეგისთვის ბრძოლა. შეჯიბრების მთავარი პრინციპი ვარსკვლავებზეა დაფუძნებული: მონაწილეებმა ყოველდღიურად ხუთ კითხვას უნდა უპასუხონ, რითაც ვარსკვლავებსა და მონეტებს დააგროვებენ. სკოლის შედეგი მოსწავლეების საშუალო ვარსკვლავების რაოდენობაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, წარმატებისთვის თითოეული მოთამაშის ჩართულობა მნიშვნელოვანია. ლიდერბორდზე ქვეყნის მასშტაბით TOP 10 სკოლა გამოჩნდება - რაც თამაშს დამატებით მოტივაციასა და ჯანსაღ კონკურენციას მატებს. თუ თქვენს შვილს sCoolApp ჯერ არ აქვს, გადმოწერეთ მარტივად, ჩაერთეთ თამაშში და მიეცით შანსი, ცოდნა ნამდვილ საგანძურად აქციოს!
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)