|
2016-04-01 17:17:02, 517 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკომ ქედის სასწრაფო დახმარებისთვის გადასაცემი შენობა დაათვალიერა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ქედის სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის გადასაცემი ადმინისტრაციული ფართი დაათვალიერა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი პერსონალის მომავალ სამუშაო გარემოს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან, არჩილ ხაბაძესთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორთან, დავით ტორუასთან და აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან ერთად გაეცნო. „ქედის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრი ახალ მისამართზე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ განთავსდება. ახალგარემონტებულ შენობაში, 90კვ. მეტრ ფართობზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის სამუშაო, მოსასვენებელი, სამედიცინო სახარჯი მასალის შესანახი - სულ 5 ოთახი იქნება გამოყოფილი. ახალი ადმინისტრაციული ფართი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარითაც აღიჭურვება. ამ დრომდე, ქედის სასწრაფო დახმარების 26 თანამშრომელი ორ ოთახში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა”, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. მათივე ცნობით, მომდევნო ეტაპზე, ადმინისტრაციული შენობები ხულოსა და შუახევის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რიონულ ცენტრებს გადაეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)