02:15 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 13:01:20, 513 ნახვა

საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ლეკვების გაჩუქების აქციას მართავს

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 4 აპრილს, ბუკიას ბაღში,  მუნიციპალური თავშესაფრიდან გამოყვანილი გასტერილებული, იდენტიფიცირებული და ვაქცინირებული ლეკვების გაჩუქების აქციას მართავს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს,  ღონისძიება მიძღვნილია უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღისადმი, რომელსაც მსოფლიო 2011 წლიდან,  ყოველ 4 აპრილს აღნიშნავს.

მათივე ინფორმაციით, გაჩუქების აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობადი სახეები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ვოლონტიორები, დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები დამოქალაქეებს გაეწევათ სხვადასხვა სახის კონსულტაცია ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის დაცვისა  და ჰუმანური მოპყრობის დანერგვის მიმართულებით, რაც დადებითაც აისახება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და ცხოველების პოპულაციის მართვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics