|
2026-04-03 20:36:29, 8830 ნახვა
სამართალი
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი აღარაა გრიგოლ ბესელია, რომელიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე ერთ-ერთი მოწმე იყო. უწყებაში მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ ბესელია მათთან აღარ მუშაობს, თუმცა მიზეზზე არ საუბრობენ. ამაღლობელის დაკავების დროს ბესელია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო, 2025 წლის მაისში კი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხვის შემდეგ, 2025 წლის 28 აპრილს, გრიგოლ ბესელია სასამართლოს შენობიდან მოქალაქეებმა შეძახილებით („ცრუპენტელა, ცრუ მოწმე, მატყუარა”) გააცილეს. „სახეში დაარტყა ხელი. ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია. მართლა გეუბნებით. იმის შემდეგ აქცია საერთოდ აღარც გაგრძელებულა. 3-4 კაცი დარჩა“, - თქვა გრიგოლ ბესელიამ იმ დღეს სასამართლო სხდომაზე. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო და ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (თავდასხმა პოლიციელზე).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)