|
2026-04-01 15:33:21, 6757 ნახვა
ეკონომიკა
ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი და ავტორიტარული ქვეყანა თურქმენეთი საქართველოს პორტებით ინტერესდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, თურქმენეთის დელეგაციას, რომელსაც ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოკერგული ატაგულიევი ხელმძღვანელობს, საზღვაო ნავსადგურები და მიმდებარე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. დელეგაციის წევრები „ეიპიემ ტერმინალს ფოთის" მუშაობასა და საოპერაციო საქმიანობას ადგილზე გაეცნენ. თამარ იოსელიანი და ნოკერგული ატაგულიევი ასევე იმყოფებოდნენ ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში, რომლის ოპერატორი Pace Group-ია. დელეგაცია სხვადასხვა ტერმინალის ინფრასტრუქტურას, არსებულ შესაძლებლობებსა და სიმძლავრეებს გაეცნო. ფოთის შემდეგ სტუმრებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს, სადაც დაღრმავებით სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი ასრულებს. თამარ იოსელიანმა დელეგაციის წევრებს პროექტის დეტალები და სამომავლო გეგმები დეტალურად გააცნო. თურქმენული მხარე დაინტერესებულია საქართველოს მოქმედი პორტების მიმდებარედ სასაწყობე-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებითა და ამ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებით. „თურქმენეთის სახელმწიფო დელეგაციას გავაცანით საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურა და მისი შესაძლებლობები. დავათვალიერეთ ფოთის არსებული და ახალი საზღვაო ნავსადგურები, ასევე ვეწვიეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო-სამობილიზაციო მოედანს, სადაც სტუმრებს ჩვენი სამომავლო გეგმები გავუზიარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია შუა დერეფანში მიმდინარე პროცესები. ამ კონტექსტში, შუა აზია წარმოადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორსა და სატრანზიტო მიმართულებას, რომლის აქტიური ჩართულობა განსაზღვრავს დერეფნის ეფექტიანობასა და კონკურენტუნარიანობას. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის თურქმენეთთან, რათა ამ მარშრუტზე ტვირთბრუნვა გაიზარდოს და აღნიშნულ ნაკადებს ეფექტურად და სწრაფად მოვემსახუროთ", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა. თურქმენეთის დელეგაციას ანაკლიასა და ფოთში მინისტრის მოადგილესთან ერთად უმასპინძლეს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ, შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ და სს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ. ანაკლიასა და ფოთში ასევე იმყოფებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში კონსტანტინე საბიაშვილი. თურქმენეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ, ავტორიტარულ ქვეყნად მიიჩნევა, რომლის რეჟიმი და დემოკრატიის ინდექსი ხშირად ჩრდილოეთ კორეას უტოლდება. მკაცრი იზოლაციონიზმი, შეზღუდული საერთაშორისო მიმოსვლა და დამოუკიდებელი მედიის არარსებობა ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე იზოლირებულს ხდის. ქვეყანა ცნობილია როგორც "ცენტრალური აზიის ჩრდილოეთ კორეა" მკაცრი სავიზო რეჟიმითა და საზღვრების კონტროლით.
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებას აზრს ვერ ხედავს
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)