|
2015-02-18 18:13:38, 3274 ნახვა
სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე დანიის სამეფოს შიდა გვარდიისა და ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დანიის სამეფოს შიდა გვარდიისა და ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ დელეგაციას დანიის სამეფოს შიდა გვარდიის პირველი რანგის კაპიტანი, ანდერს ფრისი ხელმძღვანელობდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოფიცერთა დელეგაციის წარმომადგენლებმა მასპინძელ მხარესთან საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და დანიის სამეფოს შიდა გვარდიას, ასევე, ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ეროვნული გვარდიის სკოლის ჩამოყალიბებაში დანიისა და ესტონეთის მხარდაჭერა იყო. დელეგაციის წარმომადგენლებმა გენერალურ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან სკოლის სასწავლო პროგრამების, მეთოდოლოგიის, აღჭურვის, მატერიალური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს. მათ ქართულ მხარეს დანიის სამეფოს სარეზერვო სისტემა და სკოლის მოწყობის მოდელიც გააცნეს, გამოცდილება გაუზიარეს და სკოლის ჩამოყალიბების პროცესში გასათვალისწინებელი რეკომენდაციები გაუწიეს. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული გვარდიის სკოლის ჩამოყალიბება ეროვნული გვარდიის ბაზალეთის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე წელს იგეგმება. სკოლა ათმეთაურებსა და ოცეულის სერჟანტებს მოამზადებს. უახლოეს მომავალში პროექტის განსახორციელებლად საიმპლემენტაციო გეგმა შემუშავდება. შეხვედრას საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)