13:53 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 12:04:00, 464 ნახვა

პოლიტიკა
პაპიძე: რა თქმა უნდა, ქმარ-შვილის მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ

"ქმარ- შვილის მკვლელობაში, რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ არ ვცნობ",- ამის შესახებ მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო. საქმეს მოსამართლე ბადრი შონია განიხილავს.

სასამართლო წარსადგენ  მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობასთან დაკავშირებით, მხარეების შუამდგომლობას მოისმენს.

პაპიძის ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარისგან  სრულად გადაეცათ ყველა ის მტკიცებულება, რაც მითითებულია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში.

" ექსპრესნიუსის"  ჟურნალისტის ცნობით, სასამართლოში   მაგდა პაპიძის დედა და და იმყოფებიან, თუმცა ისინი სხდომას არ ესწრებიან, ვინაიდან დასაკითხ მოწმეთა სიაში არიან.

 მაგდა პაპიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

შეგახსენებთ, პაპიძის საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ  მიმდინარე წლის 19 თებერვალს  გამოძიების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ  ბრალდებულმა პაპიძემ საკუთარი მეუღლე თავში უროს ჩარტყმით მოკლა, ხოლო შვილი გაგუდა და ამავე დროს კვალის დაფარვა სცადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics