00:03 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 11:22:55, 553 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის ფართომასშტაბიანი დახმარების პროგრამა ამოქმედდება

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის ამოქმედდება ფართომასშტაბიანი დახმარების პროგრამა, რომელიც ჯანდაცვისა და სხვა სფეროების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გლობალური ჯანმრთელობის დახმარების პროგრამის ფარგლებში გააძლიერა საქართველოს მხარდაჭერა.

განცხადება აღნიშნული დახმარების შესახებ USAID-ის ადმინისტრატორმა გაილ სმიტმა წარმომადგენლობითი პალატის სახელმწიფო და საერთაშორისო ურთიერთობების ქვეკომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

“698.1 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა ეკონომიკის მხარდაჭერის ფონდის და მსოფლიო ჯანდაცვის პროგრამებისთვის,  ევროპის,  ევრაზიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რათა  გაძლიერდეს საბაზრო ეკონომიკისა და ვაჭრობის შესაძლებლობები, დამოუკიდებელი მედია და დემოკრატიული ინსტუტიტები, აგრეთვე ქვეყნების  ენერგო დამოუკიდებლობა, ჯანდაცვა და განათლების გრძელვადიანი პროგრამები.

აღნიშნული ღონისძიებები წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და რუსეთის სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართ ფართომასშტაბიანი დახმარების პროგრამის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ამ ქვეყნების მიერ რუსეთისგან მომდინარე გაზრდილ ზეწოლასთან გამკლავებას”, - აღნიშნა სმიტმა.

ცნობისთვის, გაილ სმიტი პირველად წარსდგა წარმომადგენლობითი პალატის წინაშე პრეზიდენტ ობამას 2017  ფისკალური წლის ბიუჯეტის პროექტის მხარდასაჭერად. მისი მოხსენების დიდი ნაწილი საერთაშორისო დახმარების პროგრამების როგორც ამერიკული დიპლომატიის ინსტრუმენტის მნიშვნელობას დაეთმო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics