|
2026-03-10 16:11:25, 3312 ნახვა
პოლიტიკა
იოსელიანი ეუთო-ს დელეგაციასთან შეხვედრაზე: აინტერესებთან ადამიანის უფლებების მდგომარეობა, მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო აქციაზე დაზარალებულებს
სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროსთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას და საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. როგორც იოსელიანმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი ასევე შეეხო იმ კანონპროექტებს, რომელიც ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში დააინიცირა და მიიღო. „ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო. ძირითადად აინტერესებდათ ინფორმაცია ადამიანის უფლებების შესახებ. იმ ანგარიშის ირგვლივ გვქონდა საუბარი, რომელიც პარლამენტში შარშან წარვადგინე და რომელიც ეხებოდა 2024 წლის დეკემბერში მიმდინარე მოვლენებს თბილისის ქუჩებში, მათ შორის დღეს საპატიმროში მყოფი ადამიანების მდგომარეობას. ასევე, საუბარი იყო იმ გამოძიებაზე, რომელიც დაწყებულია ამ საქმეებზე და სამწუხაროდ, ბოლომდე არ არის მიყვანილი. ამ საკითხებზე ჩემგან დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია",- განაცხადა იოსელიანმა. რაც შეეხება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოზიციებსა და შეფასებებს, იოსელიანის განმარტებით, მათ შესახებ ვერ ისაუბრებს. სახალხო დამცველის განმარტებით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს აქციების დროს დაშავებულ მოქალაქეებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე. „მათ მაგივრად პოზიციის გაჟღერება გამიჭირდება, ალბათ, თვითონ ისაუბრებენ. შემიძლია ვთქვა იმ საქმიანობაზე, რასაც მე, როგორც სახალხო დამცველი ვახორციელებ. ალბათ, იცით, რომ საკონსტიტუციო სარჩელი წარვადგინე სასამართლოში, სადაც მოვითხოვე მიღებული კანონმდებლობის ნაწილის ცვლილება, რადგან მიმაჩნია, რომ არ მოდის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კონსტიტუციასთან. საკონსტიტუციო სარჩელი წარდგენილია იმ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს განმეორებით შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას, ნიღბების ტარების აკრძალვას და ა.შ. ჩვენი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სწორედ აქციების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების საქმეების განხილვას, ამ საკითხზე სახელმწიფოს რეაგირებას და ჩვენს როლს. ამ ყველაფრის ირგვლივ მათ ინფორმაცია მივაწოდე",-განაცხადა იოსელიანმა. გარდა ამისა, ლევან იოსელიანმა ისაუბრა, ბოლო პერიოდში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და განმარტა, რომ სახალხო დამცველის აპარატი ასევე სწავლობს ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებს და თუ დაადგენენ, რომ ის წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან ან კონსტიტუციასთან, გაასაჩივრებენ. „რაც შეეხება ბოლო ცვლილებებს, დამუშავება მიმდინარეობს. თუ დავინახავთ, რომ ისიც მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან ან ჩვენს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, რა თქმა უნდა, გასაჩივრდება“,- განაცხადა იოსელიანმა. ამასთან, ომბუდსმენის განცხადებით, ბოლო პერიოდში ადმინისტრაციული პატიმრობის სტატისტიკა გაიზარდა, რაზეც მათ შორის კითხვები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასაც ჰქონდა. „ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შემთხვევები გაზრდილია, ვიდრე წინა წლებში იყო. ამაზეც იყო საუბარი, დაისვა კითხვა, ხშირად იყენებს თუ არა დღეს სასამართლო ადმინისტრაციულ პატიმრობად და კი, ეს ასე არის. ეს შემიძლია დავადასტურო. შემიძლია ვთქვა, რომ 2025 წელს უფრო ხშირად ხდება ადმინისტრაციული პატიმრობის, როგორც ღონისძიების გამოყენება, ვიდრე ეს 2024 წელს ან 2023 წელს ხდებოდა",-განაცხადა იოსელიანმა.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)