|
2026-03-09 21:48:47, 4174 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთსა და აშშ-ს შორის სამმხრივი შეხვედრა ამერიკელების რეკომენდაციით გადაიდო
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული მხარის წინადადებით გამოაცხადა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ამ კვირაში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრის გადადების შესახებ. მან ეს სოციალურ ქსელში განაცხადა. პრეზიდენტმა ორშაბათს უკრაინის მოლაპარაკების გუნდთან შეხვედრა გამართა. „მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულ მხარესთან პრაქტიკულად 24/7 კომუნიკაცია გვქონდეს. ამჟამად ჩვენი პარტნიორების პრიორიტეტი და მთელი ყურადღება ირანის გარშემო არსებულ ვითარებაზეა ორიენტირებული და ამიტომ, ამერიკული მხარის წინადადებით ამ კვირაში დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო“, - განაცხადა ზელენსკიმ. ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა ნებისმიერ დროს შეხვდეს ომის დასრულების თვალსაზრისით სასარგებლო და რეალისტურ ფორმატში. პრეზიდენტმა მოლაპარაკების გუნდს დაავალა, კიდევ ერთხელ დაადასტურონ თავიანთი ვალდებულება ამერიკელი მომლაპარაკებლების მიმართ, „პირველ რიგში, კიდევ ერთხელ დაადასტურონ ჩვენი მზადყოფნა უსაფრთხოების სტრატეგიული თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით თავდასხმის დრონებისგან თავდაცვის საკითხში და მეორეც, კიდევ ერთხელ დაადასტურონ ჩვენი მზადყოფნა, ვიმუშაოთ მნიშვნელოვნად რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად“. „ჩვენ ვხედავთ, რომ რუსები ახლა ცდილობენ ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში არსებული სიტუაციის მანიპულირებას, რათა გააძლიერონ თავიანთი აგრესია და ირანის რეჟიმის მიერ მეზობლებსა და ამერიკულ ბაზებზე დარტყმები რუსეთის მიერ უკრაინისა და, უფრო ფართოდ, მთელი დასავლეთის წინააღმდეგ ომში ფაქტობრივ მეორე ფრონტად აქციონ. ეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება დაუშვან“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ. 5 მარტს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ შეერთებულ შტატებთან განიხილა უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი შეხვედრის ადგილმდებარეობისა და დროის პოტენციური ცვლილება. 6 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოფმა, განაცხადა, რომ ის მომდევნო კვირებში სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესს ელის.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)