|
2026-03-08 16:50:34, 8298 ნახვა
სამართალი
აღაიანში პოლიციის მანქანა დააზიანეს, მიზეზი საპატრულოს ეკიპაჟის დევნა გახდა, გამოძიება დაწყებულია
კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღაიანში ადგილობრივები საპატრულო პოლიციას დაუპირისპირდნენ. მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა, რა დროსაც 3 ადამიანი დაშავდა. მანქანა საპატრულო პოლიციის დევნის შემდეგ ეზოში შევარდა და ამობრუნდა | ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს. დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა და კლინიკაშია გადაყვანილი. ამავე ინფორმაციით, შსს აცხადებს, რომ "კიას" მარკის ავტომანქანა საპატრულო ეკიპაჟმა ციხისძირში შენიშნა და გაჩერებისკენ მოუწოდა, რასაც მძღოლი არ დაემორჩილა. ამის შემდეგ სამართალდამცველები მას აედევნენ, სანომრე ნიშნების დაფიქსირების შემდეგ კი დევნა შეწყვიტეს. ამავე ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ამის შემდეგ მოხდა. მომხდარზე განცხადებას ავრცელებს შსს: "მიმდინარე წლის 7 მარტს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გადამოწმების მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მოძრავ ავტომობილს გაჩერებისკენ მოუწოდა. სამართალდამცველების მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ავტომობილის მძღოლმა დიდი სიჩქარით განაგრძო მოძრაობა სოფელ აღაიანის მიმართულებით, რის გამოც საპატრულო ეკიპაჟი კანონდამრღვევ ავტომობილს უკან გაჰყვა. „KIA”-ს მარკის ავტომობილის სახელმწიფო ნომრის იდენტიფიცირებისთანავე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ჩამოშორდა კანონდამრღვევ ავტომობილს. სოფელ აღაიანიდან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის მიმართულებით მოძრაობისას, საპატრულო ეკიპაჟის მიერ ნანახი იქნა „KIA”-ს მარკის დაზიანებული ავტომობილი და მასში მყოფი სამი პირი, რომლებიც პატრულ-ინსპექტორების დახმარებით გადმოყვანილ იქნენ ავტომობილიდან. დაშავებული პირები მოგვიანებით შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა. ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიულობით, რა დროსაც დაზიანდა საპატრულო პოლიციის ავტომობილი. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისა და საპოლიციო საქმიანობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივ სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებას აზრს ვერ ხედავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)