|
2015-02-18 17:28:34, 3276 ნახვა
სამხედრო
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს 27 კვალიფიცირებული სამხედრო პოლიციელი შეემატა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს 27 კვალიფიცირებული სამხედრო პოლიციელი შეემატა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის გადამზადების მეორე კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონიალი დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაიმართა. უწყების ცნობით, კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა, გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიების ხელმძღვანელმა პირებმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მიულოცეს. ცერემონიალის დასასრულს კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ. გადამზადების კურსი სამხედრო პოლიციელების კვალიფიკაციის ამაღლებას, სამხედრო პოლიციელისათვის საჭირო უნარ-ჩვევების შემუშავებას ისახავდა მიზნად. 19 კვირიანი სასწავლო კურსის განმავლობაში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ორ ეტაპად, ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ჩატარდა. კურსის ფარგლებში მსმენელები ქვეითი საცეცხლე ჯგუფის ზომის ქვედანაყოფის მართვასა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის პრინციპებს დაეუფლნენ. ისინი სისხლის სამართლის კოდექსის ზოგად პრინციპებსა და კოდექსის შესაბამისი ნორმების გამოყენების საკითხებსაც გაეცნენ. სასწავლო პროგრამა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში განხორციელდა. პროგრამის შედგენაზე ეროვნული თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიების წარმომადგენლებმა ერთობლივად იმუშავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)