13:52 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 17:57:47, 380 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: დავეთანხმები განაცხადს საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საფრთხის შესახებ

„დავეთანხმები სახელწმიფო მდივნის განაცხადს იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იგივე გამოწვევა არსებობს უკრაინაშიც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთიდან მომავალ საფრთხეებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კითხვაზე საპასუხოდ  განაცხადა.

„მე დავეთანხმები ბატონი სახელწმიფო მდივნის განაცხადს იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იგივე გამოწვევა არსებობს უკრაინაშიც. სანამ რუსეთი პატივს არ სცემს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტულ უფლებას ქართველი მოსახლეობისას, რომ იპოვონ თავიანთი იღბალი, ბედი, იბრძოლონ თავიანთი მომავლისთვის და სანამ ჩვენ ვაწყდებით პრობლემებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რასაკვირველია, ეს იქნება მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევა საქართველოსთვის, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი მზაობა, რომ შემცირდეს ეს დაძაბულობა ამ კონფლიქტის და პირველ რიგში მსურს, საქართველო დარჩეს მდგრადი ნატო-სთან მიმართებაში და ხელი შეეწყოს უცხოელ ინვესტორებს, რომ ჩადონ ინვესტიეციები საქართველოში. რასაკვირვწეკლია, ეს კვლავ რთული გამოწვევა გახლავთ, რომელსაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics