12:22 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 11:45:08, 360 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: საქართველო ცდილობს გლობალურ უსაფრთხოებაში მეტი წვლილი შეიტანოს

„საქართველო ცდილობს ევროპელ პარტნიორებთან ერთად მეტი წვლილი შეიტანოს გლობალურ უსაფრთხოებაში“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ  უნგრელ კოლეგასთან პიტერ სიიარტოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, უნგრეთი საქართველოს მეგობარი და მყარი პარტნიორია, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

"დღეს ევროკავშირი დგას უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე. ამ გამოწვევებზე პასუხი კი არის მეტ ერთობაში, პარტნიორობასა და თანამშრომლობაში იმ ქვეყნებთან რომლებიც მზად არიან ამ პრინციპების დაცვაში. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც დგას ევროპასთან ერთად, ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ცდილობს რაც შეიძლება მეტი წვლილი შეიტანოს ევროპისა და გლობალურ უსაფრთხოებაში" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ამასთან, მისივე განცხადებით,  საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს მთავრობის ევროინტეგრაციულ პოლიტიკას და და განვაგრძობს საკუთარი წვლილის შეტანას იმ უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევაში, რომელის წინაშეც ევროპა და საქართველოს პარტნიორები დგანან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics