00:03 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 11:11:24, 587 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დოჰაში კატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, შეიხ აბდულა ბინ ნასერ ბინ ხალიფა ალ თანს  შეხვდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე 9ნფორმაციით, როგორც კატარის სახელმწიფოს პრემიერმა შეხვედრაზე აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებაში  სოფლის მეურნეობის დარგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

პრემიერის განცხადებით, სასურსათო უსაფრთხოების საკითხი კატარის სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უწყვეტი და სტაბილური მიწოდება; აღნიშნულ კონტექსტში კატარის სახელმწიფოსთვის საქართველო ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორად განიხილება.

როგორც ოთარ დანელიამ შეხვედრაზე აღნიშნა,  კატარსა და საქართველოს შორის სავაჭრო  ბრუნვის მნიშვნელოვნად  გაზრდის პოტენციალი არსებობს და, შესაბამისად, საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდებთან ერთად, საინვესტიციო პროექტების განხორციელება იგეგმება. 

„საქართველოსთვის ბაზრების დივერსიფიკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენ გვაქვს რესურსი, საქართველო აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნად იქცეს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

კატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი კატარის სახელმწიფოში ეკატერინე მაიერინგ- მიქაძე ესწრებოდნენ.

კატარის სახელმწიფოში    საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი ადგილობრივი მედიასაშუალებებით აქტიურად გაშუქდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics