19:27 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-17 16:31:46, 10454 ნახვა

პოლიტიკა
მაიკლ ო’ფლაერტი: ქიმიური ნივთიერების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენება კითხვებს აჩენს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო'ფლაერტმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს გენერალური პროკურორის მიმართ იმის გამო, რომ 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე ძალის შესაძლო არაპროპორციული გამოყენების საქმეებზე გამოძიებებში ხელშესახები პროგრესი არ შეინიშნება.

კომისარი ყურადღებას ამახვილებს და შეშფოთებას გამოთქვამს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული და პროკურატურისთვის გადაცემული გამოძიებების ეფექტურობაზე.

მაიკლ ო'ფლაერტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა და გამამტყუნებელი განაჩენები გამოცხადდა, პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტებზე პასუხისმგებლობა არავის დაჰკისრებია.

კომისარი წერილში ეყრდნობა სახალხო დამცველის დასკვნებს, სადაც აღწერილია მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის მრავალი ბრალდება, მათ შორის წამების შემთხვევები და ქალ მომიტინგეებზე სექსუალური ძალადობის მუქარის სავარაუდო ფაქტები.

წერილში ის ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქიმიური გამაღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენება სრულად უნდა იქნას შესწავლილი, რადგან ეს სერიოზულ კითხვებს აჩენს ძალის გამოყენების კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის შესახებ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც არსებობს ოფიციალური აღიარება, რომ საპროტესტო აქციების დროს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქართველოსთან დაკავშირებული პრაქტიკის გახსენებით, კომისარი მოუწოდებს სწრაფი, საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიებისკენ, ასევე, ითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილ ნებისმიერ ადამიანის უფლებათა დარღვევაზე და მოითხოვს განახლებულ ინფორმაციას გატარებული ზომების შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics