|
2025-12-13 11:16:09, 29263 ნახვა
კომენტარი
ქვრივიშვილი - აუცილებლად უნდა აშენდეს მსხვილი ჰესების პროექტი: ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი
ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სფეროში მოქმედი კომპანიები, რომლებსაც ჯარიმებს დათქმით ჩამოაწერენ, მთავრობის დადგენილებით გასაჯაროვდება. ქვრივიშვილის თქმით, ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებისთვის. ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ამის გარდა, აუცილებელია აშენდეს ისეთი მსხვილი პროექტი როგორიცაა: ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი. "თითოეული ეს გადაწყვეტილება იქნება ასახული მთავრობის დადგენილებით, რომელიც საჯაროა. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება იმის შესაძლებლობა, დეტალურად გაეცნოს თითოეულ იმ კომპანიას, კომპანიის ისტორიას და მათ შორის, პროექტის შინაარსს, რომელზეც გავრცელდა აღნიშნული პატიება. [ის, რომ საქართველო აღარ იყოს ენერგეტიკის იმპორტზე დამოკიდებული] არის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კომპონენტისგან შემდგარი ამოცანა. პირველ რიგში ამოვწურეთ ეს თემა - მიმდინარე პროექტების სტიმულირება იყო ჩვენი მთავარი ამოცანა. ამოცანა იყო ის, რომ სახელმწიფოს მაქსიმალურად შეეზღუდა ყველა შემაფერხებელი ფაქტორი თავის მხრივ, გაეკეთებინა ყველაფერი იმისთვის, რომ როგორც შიდა ისე საერთაშორისო ინვესტორებს ჰქონოდათ სამართლიანი პირობები პროექტების განვითარების ივანიშვილის მთავრობა კომპანიებს, რომლებიც ენერგეტიკის სფეროში მუშაობენ და ჩართულები არიან განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, ჯამში 1 მილიარდამდე ლარის ჯარიმებს ჩამოაწერს, თუმცა, "კონკრეტული დათქმით". ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ 10 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიებს "ნაპატიები ჯარიმები" აღუდგებათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)