|
2025-11-21 10:44:44, 861 ნახვა
მსოფლიო
Financial Times: აშშ მოითხოვს, რომ უკრაინა სამშვიდობო გეგმას 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს
აშშ მოითხოვს, რომ უკრაინა „უიტკოფ-დიმიტრიევის სამშვიდობო გეგმას“ 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს, – ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი“ წერს. სტატიის მიხედვით, უკრაინაზე ინტენსიური ზეწოლა ხორციელდება, რათა სწრაფად მიიღოს ომის დასრულების „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ და რუსეთმა ერთობლივად შეიმუშავეს. გამოცემის ცნობით, თეთრი სახლი კიევზე ზეწოლას ახორციელებს, რათა რუსეთ-უკრაინას შორის საბოლოო შეთანხმება დროულად შედგეს და ომი წლის ბოლომდე დასრულეს. მათივე მტკიცებით, შეერთებული შტატები მოითხოვს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი „მადლიერების დღემდე“, ანუ 27 ნოემბრამდე დათანხმდეს სამშვიდობო შეთანხმებას. ცნობისთვის, უკრაინულმა მედიამ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ შინაარსი გამოქვეყნა. ომის დასრულების გეგმა 28 პუნქტს შეიცავს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)