|
2025-11-03 11:34:02, 1017 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მობილბანკში მომენტალური გადარიცხვის სერვისი ხელმისაწვდომია
საქართველოს ბანკი - მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი - ინოვაციური ფინანსური სერვისების დანერგვას განაგრძობს. ამ მიზნით, მობილბანკში უკვე ხელმისაწვდომია მომენტალური გადარიცხვის ფუნქციონალი, რომლითაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით, სხვა ქართულ ბანკებში თანხა ეროვნულ ვალუტაში, ევროსა და დოლარში მომენტალური ასახვით გადარიცხონ. ამ ეტაპზე, მომენტალური გადარიცხვის სერვისი სრულად ინტეგრირებულია ბაზის ბანკთან, ამასთანავე, სისტემის დანერგვა სხვა ბანკებთან უკვე დაწყებულია. ახალი სერვისი მომხმარებელს გადარიცხვების შესრულებისას კომფორტს სთავაზობს და არსებული ალტერნატივებისგან რამდენიმე ასპექტით განსხვავდება:
„საქართველოს ბანკისთვის თანამედროვე ფინანსური ეკოსისტემის შექმნა განსაკუთრებულად პრიორიტეტულია. მომენტალური გადარიცხვების ფუნქციონალის დანერგვა სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ახალ ციფრულ შესაძლებლობებზე, რათა ბანკის მომხმარებლებს ფინანსური ოპერაციების შესრულების შესაძლებლობა ნებისმიერ დროსა და ადგილას ჰქონდეთ“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში. გადარიცხვების შესრულებისთვის გადმოწერეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)