|
2025-10-30 14:58:10, 1206 ნახვა
სამართალი
POG: ბრალდებულმა არასრულწლოვნისგან მუქარით და იძულებით მოიპოვა ინტიმური ფოტო-ვიდეომასალა
პროკურატურის განცხადებით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს. პროკურატურის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული - Instagram-ის მეშვეობით აწარმოებდა მიმოწერას 13 წლის არასრულწლოვანთან, რა დროსაც მუქარისა და იძულების შედეგად მოიპოვა და ნებართვის გარეშე ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას და არასრულწლოვანს ურთიერთობის გაგრძელების მიზნით, აღნიშნული მასალის გავრცელებით ემუქრებოდა. გამოძიების ვერსიით, ასევე ბრალდებული დაზარალებულთან მიმოწერის დროს არასრულწლოვანს სექსუალური კონტაქტის დამყარებას სთავაზობდა და სექსუალური კონტაქტის ფორმებზე ესაუბრებოდა. "პროკურატურამ დაზარალებულის მომართვისთანავე დაიწყო გამოძიება და მყისიერად ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: გამოიკითხა დაზარალებული, ამოღებული იქნა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, რომლებშიც ნაპოვნია დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც ბრალდებულის დაკავება მოხდა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება და შენახვა) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ პროკურატურაში. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)