00:30 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-20 14:01:51, 822 ნახვა

პოლიტიკა
მედიის ადვოკატირების კოალიცია: ქეთა ციცქიშვილის დაკავება მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი შემთხვევაა

მედიის ადვოკატირების კოალიცია ფორმულას ჟურნალისტის და ტელეწამყვანის ქეთა ციცქიშვილის დაკავებას განცხადებით ეხმაურება. 

კოალიცია აცხადებს, რომ ქეთა ციცქიშვილის დაკავება დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმისა და ზეწოლის კიდევ ერთ შემთხვევას წარმოადგენს.

"ქართული ოცნების მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს ქეთა ციცქიშვილს, ვახო სანაიას და ყველა უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეს, რომლებიც რეპრესიული კანონმდებლობის მსხვერპლნი გახდნენ. კოალიცია მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ჟურნალისტების მიმართ მიზანმიმართული დევნის შეწყვეტას", - ნათქვამია განცხადებაში. 

ქართული ოცნების პოლიციამ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი დღეს, 20 ოქტომბერს დააკავა. დაკავებულია ფორმულას კიდევ ერთი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია, მას გზის გადაკეტვის საბაბით 6-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics