|
2025-10-08 13:32:17, 1308 ნახვა
საზოგადოება
სექტემბერში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 471 ფაქტი დაფიქსირდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 471 ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და დაბინძურების შემცირება, მათ შორის, სატრანსპორტო სექტორიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, დეპარტამენტის ინსპექტორები, უკვე 2 წელია ქვეყნის ოთხ მსხვილ ქალაქში გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებენ. შედეგად, სექტემბრის თვეში, თბილისში გამოვლენილია 277 სამართალდარღვევა, ბათუმში - 99, ქუთაისში - 76, რუსთავში კი - 19. 471 ფაქტიდან 424 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 47 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს. აღსანიშნავია, რომ 256 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 200 - მიკროავტობუსების, 15 კი, სატვირთო ავტომობილების მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი. რაც შეეხება წლის სტატისტიკას, 2025 წლის 9 თვეში გამოვლენილია 3798 სამართალდარღვევა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლის პარალელურად, დეპარტამენტი არაერთ ღონისძიებას ახორციელებს - ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხს რეგულარულად აკონტროლებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. გარდა ამისა, საწარმოო სექტორიდან დაბინძურების პრევენციის მიზნით, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს; 36 უმსხვილეს საწარმოს სისტემა უკვე დანერგილი აქვს. ყველა ჩამოთვლილი ღონისძიება, კომპლექსურად, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე შემცირებას უწყობს ხელს.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)