07:45 - 13 Jun, 2026
|
2015-02-18 10:44:56, 731 ნახვა
საზოგადოება
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელად თემურ ბარკალაია დაინიშნა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელად თემურ ბარკალაია დაინიშნა. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. ნარმანიას თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში ანაზღაურება გაიზარდა და ახალი ავტომანქანები დაემატა. ამასთან, მერმა თემურ ბარკალაიას მეტი ოპერატიულობისკენ მოუწოდა. „მნიშვნელოვანია ის, რომ სისტემის მთლიანი დეტალური შესწავლა მოვახდინოთ, სად არის ჩავარდნები, რაც სასწრაფო დახმარების მანქანების დაგვიანებას იწვევს. ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. აქ ერთადერთი ობიექტური მიზეზი დღის საათებში საცობია“, – აღნიშნა ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)