|
2025-09-08 09:48:38, 35998 ნახვა
Lifestyle
ჯორჯო არმანის დღეს, რივალტაში, ოჯახის წევრებთან დაკრძალავენ
მსოფლიოში ცნობილი იტალიელი მოდის დიზაინერი ჯორჯო არმანი პიაჩენცას მახლობლად, პატარა სოფელ რივალტაში, ოჯახის საფლავში დაკრძალავენ. როგორც ამბობენ, არმანიმ თავად შეარჩია დაკრძალვის ადგილი და სურდა, რომ დაკრძალვის ცერემონია კერძო ყოფილიყო. იტალიური მედიის ცნობით, მის უახლოეს ადამიანთან ერთად 20-ზე მეტი ადამიანი არ დაესწრება. შაბათს და კვირას, მილანში, არმანის თეატრში, მოდის დიზაინერთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ადამიანი მივიდა, მათ შორის მილანის მერი და მოდის დიზაინერი დონატელა ვერსაჩე. „ის ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ელეგანტურობით, სტილით და, უპირველეს ყოვლისა, სიმარტივით. ის ჩვენთვის, ყველა ჩვენგანისთვის, იტალიისთვის, მომავლისთვის მაგალითი უნდა იყოს.** ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის თავისი წარმოუდგენელი უნარისთვის, ყოფილიყო დიდებული თავის სიმარტივეში“, - თქვა მილანის მცხოვრებმა, რომელიც გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე მივიდა. „მთელი ცხოვრება მისი კლიენტები ვიყავით. ტურინიდან სპეციალურად ჩამოვედი მასთან დასამშვიდობებლად. გამიმართლა, რომ პირადად შევხვდი. ვთხოვე, ჩემი ცოლისთვის ხელი მოეწერა და შემდეგ ტატუ გავიკეთე. ამიტომ, სწორი იყო აქ მოსვლა და მასთან დამშვიდობება. ის ამას ნამდვილად იმსახურებს“, - თქვა სხვა მამაკაცმა. ჯორჯო არმანის ბოლო ჩვენება სექტემბრის ბოლოს, მილანში, Brera Gallery-ში, 28 სექტემბერს გაიმართება. ეს მოდის სახლის 50 წლის იუბილეს ემთხვევა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 91 წლის კუტურიე საიუბილეო კოლექციაზე ბოლო დღემდე მუშაობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)