|
2025-08-13 14:52:52, 4190 ნახვა
სხვადასხვა
როგორ ხდება ტერფის დიაგნოსტიკა “ახალ ხედვაში”?
ტერფის ტკივილისა და დისკომფორტის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს მარტივი ღრძობა, დაჭიმულობა ან უფრო სერიოზული პათოლოგია. ასეთ შემთხვევებში ექიმები პირველ რიგში ტერფის ფიქსაციას და საჭიროებისამებრ მედიკამენტოზურ მკურნალობას გვირჩევენ — რა თქმა უნდა, პროფესიონალის კონსულტაციითა და მეთვალყურეობით. ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკა აუცილებელია სერიოზული გართულებების თავიდან ასარიდებლად და ტერფთან დაკავშირებული დაავადებების პრევენციისთვის. სწორედ ამიტომ, სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს სთავაზობს ტერფის დეტალურ და თანამედროვე კვლევას, რომელიც იტალიური ულტრასენსორული Diasu-ს აპარატურით ტარდება “ახალი ხედვის” ტერფის დიაგნოსტიკის ცენტრში. „ახალ ხედვაში“ ტერფის დიაგნოსტიკა მიმდინარეობს უახლესი თაობის ტექნოლოგიით, რომელიც სიარულის პროცესში აფიქსირებს ყველა საჭირო მონაცემს. ამ მეთოდის მეშვეობით განისაზღვრება შემდეგი მახასიათებლები: ● ტერფის ფორმა და ღერძი; ● თაღის სიმაღლე; ● ყრდნობის წერტილები; ● ბიჯის შესრულების დრო და მასზე მოქმედი წნევა; ● სიმძიმის გადანაწილება სიარულისას და სხვ. ეს მონაცემები ეხმარება სპეციალისტს სწორი და ინდივიდუალური მიდგომის შერჩევაში. “ახალი ხედვის” ტერფის დიაგნოსტიკის კლინიკაში ტერფის პლანტოგრაფია – ტერფის კომპიუტერული გამოკვლევა – მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას (მოძრავ და უძრავ მდგომარეობაში ტერფის კვლევას) დიაგნოსტიკის შედეგად მიიღება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი, რაც ზუსტი და ეფექტური მკურნალობის საფუძველია. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე, შესაძლებელია თქვენი ტერფის ანატომიური თავისებურებების შესაბამისად ინდივიდუალური სუპინატორის დამზადება. ეს პროდუქტი განსაკუთრებით ეფექტურია ძვალ-სახსროვანი პათოლოგიების პრევენციისა და კორექციისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)