21:54 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-12 18:03:40, 1295 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი-კალაძემ ფაქტობრივად გასცა მდინარაძე-ოხანაშვილი,

“კალაძეს ვითომ წამოსცდა ბაჩიაშვილზე ჩამოვოყვანეთო, არადა სუს-ის ვერსია სრულიად სხვა არის. კალაძემ ფაქტობრივად გასცა მდინარაძე-ოხანაშვილი, რაც კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ შიგნით დანაა-სისად არიან გადაკიდებულები.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა

 “მდინარაძის და კალაძის კლანი, ანუ ოხანაშვილი და მდინარაძე დაპირისპირებულია კალაძესთან და კალაძეს ვითომ წამოსცდა, რომ ჩამოვიყვანეთო, არადა სუს-ის ვერსია სრულიად სხვა არის, ეს კიდევ ადასტურებს იმას, რომ შიგნით დანა-სისხლად არიან გადაკიდებულები. ეს არ იყო წამოყვირება, მან ფაქტობრივად გასცა მდინარაძე-ოხანაშვილის ვერსია. სპეცოპერაცია ჩაატარა “გრუმ”, რუსეთის სპეცსამსახურებმა, რომელმაც საჩუქარი გაუკეთეს ივანიშვილს და მისი პირადი ტყვე გადმოსცეს დუბაიდან. აქ ამ ოპერაციის ჩამტარებელი, მდინარაძე და ეს უწყება, რომ რაღაცას ატარებენ, ცხადია ეს ანეკდოტია. რუსეთის სპეცსამსახურებმა გადმოსცეს ბაჩიაშვილი და დღეს კალაძემ ფაქტობრივად ეს გასცა. შესაბამისად, სასამართლო, საგამოძიებო უწყებები ამით უნდა დაინტერესდნენ, რადგან თბილისის მერმა პირდაპირ ხელი დაადო ოხანაშვილ-მდინარაძეს, რომ ამ ხალხმა ჩაატარა ეს სპეცოპერაცია რუსებთან ერთად.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics