|
2025-07-29 19:06:37, 3160 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი 2025 წლის პირველი ნახევრის ფინანსურ შედეგებს აჯამებს
2025 წლის 30 ივნისის ფინანსური მაჩვენებლებით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით გაიზარდა და 4.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ბაზისბანკის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 3.1 მილიარდი ლარი შეადგინა, ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14% შეადგინა. ბიზნესის დაკრედიტებით ბაზისბანკი სტაბილურად იკავებს ადგილს უმსხვილესი ბანკების სამეულში. იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელი 17%-ით გაიზარდა და 2.2 მილიარდი ლარი შეადგინა. იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობა 1.5 მილიარდი ლარია. 2025 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საცალო სესხების მოცულობამ 880 მილიონი ლარი, ხოლო საცალო დეპოზიტების მოცულობამ 1.4 მილიარდი ლარი შეადგინა. ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი სალიზინგო და სადაზღვევო კომპანიების ფინანსური მონაცემებით, ბბ ლიზინგის პორტფელმა 44 მილიონ ლარს გადააჭარბა, პორტფელის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა. ბბ დაზღვევის მიერ 2025 წლის ექვს თვეში მოზიდულმა პრემიამ 12 მილიონი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით წარმატებული მიმდინარე წლის მეორე კვარტალი იყო და მოზიდული პრემია პირველ კვარტალთან შედარებით 33%-ით გაიზარდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76%-ით. პოზიტიური ზრდაა მოგების კუთხითაც, ბბ ლიზინგის მოგების ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 54%, ხოლო ბბ დაზღვევის მოგების ზრდამ 18% შეადგინა. 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბაზისბანკის კონსოლიდირებულმა წმინდა მოგებამ 57.5 მილიონ ლარს გადააჭარბა, მოგების ზრდამ 39% შეადგინა. უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 3.35%, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 17.54% შეადგინა. „2025 წლის პირველი ნახევარი ბაზისბანკისთვის მნიშვნელოვნად წარმატებული იყო. ჯგუფმა დინამიური ზრდა აჩვენა როგორც ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების, ისე სტრატეგიული მიმართულებების მიხედვით. მიღწეული ფინანსური შედეგების მზარდი დინამიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს, კლიენტების ნდობის მაღალ ხარისხსა და იმ სტაბილურ ბიზნესმოდელს, რომელსაც ვატარებთ. ბანკის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას ქართული ბიზნესის მხარდაჭერა და განვითრება წარმოადგენს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. გვეამაყება, რომ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი ბიზნესების რაოდენობა დინამიურად იზრდება, ვითარდება და ჩვენს ხანგრძლივ ბიზნეს პარტნიორად რჩება. ბაზისბანკი, როგორც ზრდასა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად აგრძელებს ბაზარზე პოზიციების გამყარებას და მომხმარებლისთვის საუკეთესო საბანკო გამოცდილების შექმნას.“ - ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)