10:59 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-29 11:20:04, 1988 ნახვა

სამართალი
ადვოკატები თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვენ

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატი, დიმიტრი მჭედლიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.

კაკაბაძის განმარტებით, საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი. როგორც მან განმარტა, მხეიძის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმეა, რომელმაც მას ხელი დაადო, რათა „საკუთარი თავი ბორკილების დადებისგან ეხსნა”.

პროკურორ ირაკლი მარშანიას განმარტებით, დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს.

პროკურორი ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე საუბრობდა. ამასთან, მარშანია აცხადებდა, რომ საქმეზე მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი, მათ შორის, დასაკითხია ბრალდებულთა ყოფილი თანამშრომლები და მათთან კავშირში მყოფი პირები, მათზე კი დაკავებულებს შესაძლოა გავლენა მოეხდინათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics