12:38 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-16 14:04:51, 1759 ნახვა

სამართალი
სინდისის პატიმარი გიორგი გორგაძე სხდომის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა, -მას მოწამვლის სიმპტომები აქვს

სინდისის პატიმარი გიორგი გორგაძე სხდომის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა. „ფორმულას“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება რომ გამოიძახეს სასწრაფო დახმარებაც. ადვოკატის თქმით, გიორგი გორგაძეს მოწამვლის სიმპტომები აქვს

„ბრალდებულები შემოიყვანეს. გიორგი გორგაძე ცუდადაა. სახეზე ფერი არ აქვს. ზის და ხელებში აქვს თავი ჩარგული. ეს დაინახა დედამ და აქედან იწყება სცენა, რომელიც ყველასთვის მძიმე სანახავია.

ის აღარ უსმენს მანდატურებს, აღარ ფიქრობს წესებზე, შედის იქ, სადაც წესით არ უშვებენ ხოლმე მშობლებს, დგება ბადრაგის წინ და აკანკალებული იწყებს საუბარს: რა ჭირს ჩემს შვილს, მიხედეთ.. თქვენს შვილს რომ ეს მოუვიდეს რას უზამთ, არ შეიძლება ასე ადამიანი აწამო... ექიმი მოიყვანეთ... რატომ არ აქცევთ ყურადღებას...[ფრაგმენტულად ისმის ფრაზებიც და ფრაგმენტულად მესმის ხმა]

გორგაძის დედა ამ მომენტში არღვევს დუმილს და საუბრობს ისე ხმამაღლა, როგორც არასდროს მას შემდეგ, რაც მისი შვილი დააკავეს. „დამშვიდდით“ - ისმის ხმები. გორგაძე გაყავთ ბადრაგებს. შედის ექიმიც. ადვოკატის ცნობით, დილით კარგად იყო, თუმცა გზად შეუძლოდ გახდა.
„დაამშვიდე დედამისი და უთხარი, რომ ჩვენ გავიყვანთ დარბაზიდან“, - ეუბნება მიმინოშვილი დედას, ელენეს. ელენე მიდის გორგაძის დედასთან, მხარზე ხელს ადებს და შვილის დანაბარებს აცნობს.

ახლა ყველა ფეხზეა, სხდომა ვერ იწყება... გიორგი გოგრაძის დედა ბარიერზეა ჩამოყრდნობილი და ელოდება, რას იტყვის ექიმი, ელოდება, რომ შვილს ფერი დაუბრუნდეს.

დროდადრო თავს ვერ იკავებს და ხან პროკურორებს მიმართავს, ხან მანდატურებს: გამოიყვანეს დამნაშავეები, არ გრცხვენიათ, რის გამო ზიან...". დარბაზში ხმაურია“ — წერს სალომე ჩადუნელი სოციალურ ქსელში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics