|
2016-03-21 11:04:08, 427 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის სესიას დაესწრება
თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიაში მიიღებს მონაწილეობას. მათივე ინფორმაციით, 2016 წლის თემაა: ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე. ვიზიტის ფარგლებში ასევე, იმსჯელებენ - საქართველოში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდავეთში, სომხეთსა და უკრაინაში კონგრესის თანამშრომლობის აქტივობების შესახებ. განიხილავენ კონგრესის პროგრამების ზოგად მიზნებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რეგიონებში, განსაკუთრებით კი, თემატური პროგრამის - "ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუციური გაძლიერების" ფარგლებში. ისაუბრებენ პროექტების განხორციელებით მიღწეულ შედეგებზე,მერების როლსა და შესაძლებლობებზე, ამასთან, განიხილავენ სამომავლო აქტივობებს. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონალურ კონგრესში საუბარი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის, საქართველოსთან თანამშრომლობის იმ ძირითად მიმართულებებზე, რაშიც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ასევე, გაკეთდება მოხსენება მონიტორინგის შედეგებზე და პოსტ-მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც გულისხმობს კონგრესის მხრიდან საქართველოში ჩატარებული მონიტორინგის შემდგომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების პროცესში არსებულ მდგომარეობას, საუბარი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფისკალური პრინციპალიზაციის განვითარების ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რამაც მომავალში კიდევ უფრო ძლიერი უნდა გახადოს ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობები, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე, დამოუკიდებლობისა და ფუნქციების ეფექტურადგანხორციელებისკუთხით“, - განაცხა დავითნარმანიამ. ვიზიტის ფარგლებში დავით ნარმანია კონგრესის რეგიონული პალატის შეხვედრას დაესწრება, სადაც გაიმართება თემატური განხილვა რეგიონალიზაციის პროცესების განვითარებაზე ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში. თბილისის მერთან ერთად, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი მიიღებს და როგორც პოსტ-მონიტორინგის ფაზაში მყოფი ქვეყნის წარმომადგენელი სესიის ფარგლებში ერთ-ერთ მომხსენებლად წარსდგება. დავით ნარმანიას ვიზიტი სტრასბურგში 21-დან 24 მარტისჩათვლით გაგრძელდება
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)