|
2025-06-26 00:56:33, 1944 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროპის საბჭომ რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალი შექმნა
ევროპის საბჭომ, ევროპის მთავარმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანომ, და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ, რომელიც რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულში გაასამართლებს. ამის შესახებ BBC იტყობინება. გაერო აგრესიის დანაშაულს განსაზღვრავს, როგორც სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალის გამოყენებას სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ. ცერემონია საფრანგეთის დედაქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობაში გაიმართა, სადაც უკრაინის სახელმწიფოს მეთაური ჰააგაში ნატოს სამიტის შემდეგ ჩავიდა. სპეციალური ტრიბუნალი ჩაატარებს ოფიციალურ გამოძიებას, შეაგროვებს მტკიცებულებებს და მოამზადებს ბრალდებებს რუსეთის ფედერაციის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაზე და რომლებსაც აქვთ პირადი იმუნიტეტი. ტრიბუნალს შეეძლება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მას შემდეგ, რაც ისინი თანამდებობებს დატოვებენ (ან რუსეთის სახელმწიფო არ მოუხსნის მათ იმუნიტეტს). ტრიბუნალი, რომელიც შეავსებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს უფლებამოსილებაში არსებულ ხარვეზს (მას შეუძლია განიხილოს მხოლოდ ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და გენოციდი), 15 მოსამართლისგან შედგება. მათ შეარჩევს კომიტეტი, რომელიც ჩამოყალიბდება იმ სახელმწიფოების წარმომადგენლებისგან, რომლებიც შეუერთდნენ ორგანოს დამფუძნებელ შეთანხმებას. „პირველად იქმნება სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი აგრესიის დანაშაულების განსახილველად. ეს ტრიბუნალი, რომელიც ევროპის საბჭოს ფარგლებში შეიქმნა, პასუხისგებაში მისცემს მათ, ვინც ძალა გამოიყენა გაეროს წესდების დარღვევით, გამოიყენებს საერთაშორისო სამართალს ორმაგი სტანდარტების გარეშე და დაადასტურებს, რომ ევროპის უსაფრთხოება არ ეფუძნება დუმილს ან დაუსჯელობას, არამედ კანონს, პრინციპებსა და მოქმედებას“, - ციტირებს „ინტერფაქს-უკრაინა“ ბერსეს სიტყვებს. მანამდე, Deutsche Welle-ს წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეციალური ტრიბუნალი 20 რუს თანამდებობის პირს პასუხისგებაში მისცემს. „საუბარია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის დაგეგმვაზე, მომზადებაზე, ინიცირებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელ მაღალი რანგის პოლიტიკურ და სამხედრო პირებზე“, - აღნიშნა თანამოსაუბრემ.
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)