14:12 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 14:40:49, 567 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს დაეხმარება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ანა დოლიძესთან ერთად ქუთაისში გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი დაათვალიერა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი აბაშიშვილი სამხედრო ლიცეუმში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სამხედრო-ფიზიკური მომზადების ცენტრი დაათვალიერა.

როგორც  კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა ალექსი კეკელიამ გიორგი აბაშიშვილთან შეხვედრისას განაცხადა, ლიცეუმში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომლითაც მოსწავლეები თავისუფალ დროს სარგებლობენ, თუმცა წიგნების ფონდს შევსება ესაჭიროება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ლიცეუმის ბიბლიოთეკას საჩუქრად მხატვრულ და სამეცნიერო სახის ლიტერატურას  გადასცემს.

„ ეს არის შესანიშნავი საჯარო სკოლა, რომელიც კონკურენციას  უწევს ნებისმიერ საჯარო თუ კერძო სასწავლებელს საქართველოში.  აქ მოსწავლეებისათვის შექმნილია საუკეთესო სასწავლო და საცხოვრებელი პირობები, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ სასწავლებლის განვითარებაში", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics