12:42 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-09 15:31:14, 698 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - რუსეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინიდან მომდინარე ტერორისტული საფრთხის ჩასახშობად

რუსეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინიდან მომავალი ტერორისტული საფრთხის რისკის ზრდის ჩასახშობად და რუსეთის მოქალაქეების დასაცავად, თუმცა კიევის ტერორისტული აქტივობის ფონზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის სიფხიზლის გაზრდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„კიევის რეჟიმის მიერ ეს ტერორისტული მეთოდები ამა თუ იმ ფორმით, არა ისეთი შიშველი სახით, როგორც ბრიანსკის და კურსკის ოლქებში, თავიდანვე ხორციელდებოდა. რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც ადრე მოსახლეობის სიფხიზლის გაზრდას ვუწოდებდით“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, არსებობს ტერორისტული საფრთხის გაზრდის რისკები.

„ჩვენ ვხედავთ მათ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩავახშოთ და ზიანი არ მიაყენონ ჩვენს მოქალაქეებს“, - აღნიშნა ლავროვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics