17:37 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-31 17:14:46, 1152 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებში სიგარეტის მოწევა იკრძალება

საფრანგეთში ღია სივრცეში, რომლებიც ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია, მათ შორის ზღვის სანაპიროებზე, პარკებში და ავტობუსის გაჩერებებზე, სიგარეტის მოწევა იკრძალება.

ახალი აკრძალვა, რომელიც საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, კატერინ ვოტრენმა 29 მაისს გამოაცხადა, ძალაში 1 ივლისიდან შევა.

"თამბაქო უნდა გაქრეს იქ, სადაც ბავშვები არიან" - თქვა ვოტრენმა

მოწევის თავისუფლება "მთავრდება იქ, სადაც ბავშვის სუფთა ჰაერის სუნთქვის უფლება იწყება" - აღნიშნა მან.

აკრძალვა სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზეც გავრცელდება.

დამრღვევებს 135 ევრომდე ჯარიმა დაეკისრებათ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ აკრძალვა კაფეების ტერასებს არ შეეხება.

ასევე, აკრძალვა არ შეეხება ელექტრო სიგარეტებს.

საფრანგეთში უკვე აკრძალულია მოწევა საჯარო სივრცეებში, როგორიცაა სამუშაო ადგილები, აეროპორტები და მატარებლის სადგურები, ისევე როგორც საბავშვო მოედნები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics